ენმ: „ცენტრისტების“ რეკლამა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უსაფრთხოების წინააღმდეგაა მიმართული
საქართველო, თბილისი - 12:32 | 15.08.2016 ნანახია: 1495
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა უახლოეს მომავალში (საპარლამენტო უმცირესობის ფარგლებში) საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს, რათა პოლიტიკური პარტია „ცენტრისტები“ არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს.
„ცენტრისტების რეკლამა, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელზე გავიდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უსაფრთხოების წინააღმდეგაა მიმართული, რომელიც საქართველოში რუსეთის პროპაგანდის გავრცელებას ხელს უწყობს და საქართველოს მოსახლეობას სერიოზულად აზიანებს აყენებს.
ჩვენ ვეთანხმებით სამოქალაქო საზოგადოებას, რომ ეს პოლიტიკური გაერთიანება და ის შინაარსი, რომელსაც კლიპი მოიცავდა ანტიკონსტიტუციურია. ამიტომ, ენმ უახლოეს მომავალში საპარლამენტო უმცირესობის ფარგლებში, 30 დეპუტატის მეშვეობით, მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს რომ ეს პოლიტიკური არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს.
მინდა ყველას გავახსენო ის, თუ რა უძღოდა წინ ამ ყველაფერს - ხელისუფლება ბედუკაძეს უნდა უმადლოდეს რომ 2012 წლის არჩევნები მოიგო, ამის მერე მათ ის პრაქტიკულად გმირად აქციეს და გაანთავისუფლეს ისეთი პასუხისმგებლობისგან რომელიც სასტიკ მოპყრობა/წამებას ეხება.
ამასთან, მას სახელმწიფო დაცვა იცავს, არის ერთერთი საინფორმაციო სააგენტოს მფლობელი, კარგად ვიცით, რომ ის თანამშრომლობს ხაინდრავასთან და ლეხაინდრავას სტუდიის კონსულტანტია.
გუშინდელი აღიარება კი, როცა განაცხადა, რომ ივანიშვილი ერთადერთია, ვისაც უსმენს და ვისი სიტყვაც მნიშვნელოვნად მიაჩნია, ცინიკური დამოკიდებულებაა. იმაზე, რაც დღეს საქართველოში ხდება, სრული პასუხისმგებლობა ივანიშვილს და ქართულ ოცნებას ეკისრება.
ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს 8 ოქტომბერს.“, აცხადებს სერგი კაპანაძე.
პოლიტიკა
- ელენე ხოშტარია ფლომასტერით გაკეთებული წარწერის გამო არ ზის ციხეში, იმ სქემის განვითარების მცდელობისთვის ზის, რომელსაც რევოლუცია ჰქვია - გია ვოლსკი
- პირველად ისტორიაში, ფლომასტერი დანაშაულის იარაღადაა აღიარებული, ელენე ხოშტარიას მიესაჯა ქვეყნის სიყვარულისთვის - ნიკა გვარამია
- ქართველ ხალხს ევროპარლამენტის ჯგუფებთან არანაირი ღირებულებითი კავშირი არ აქვს, ღირებულებითი ერთობა ვნახეთ ამ დღეებში ქართველი ერის შიგნით, სხვა ქვეყნებთან, მათი წარმომადგენლების აქ ყოფნით - შალვა პაპუაშვილი
- სახალხო დამცველმა პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
საზოგადოება
- მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არანაირი ანდერძი არ არსებობს და რადგან პატრიარქმა სიცოცხლეშივე დანიშნა თავისი მოსაყდრე, ანდერძის საჭიროება აღარ იყო - მამა გიორგი ზვიადაძე
- დაობლდა მთელი მართლმადიდებლური სამყარო, თუმცა ახლა ილია მეორე ყველასთვის მფარველი ანგელოზია - კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი
- მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
- ილია II სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს
სამართალი
- სასამართლომ ელენე ხოშტარია, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების საქმეზე დამნაშავედ ცნო და 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა
- 22 მარტს სამებასთან ტერორისტულ აქტებზე 2 ზარი შემოვიდა, ავტორი ამბობდა, რომ იყო შეიარაღებული და დანაღმული ჰქონდა ტაძრის ტერიტორია - არასრულწლოვანს ბრალი წარედგინა
- უჩა ნანუაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს, ყოფილი სახალხო დამცველი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას ითხოვს
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
მსოფლიო
- ჟურნალისტ ქსენია ლუჩენკოს მოსკოვის სასამართლომ „ოხმატდეტზე“ თავდასხმის შესახებ პოსტისთვის, დაუსწრებლად რვა წლით პატიმრობა მიუსაჯა
- უკრაინა, ნავთობსადენ „დრუჟბას“ აღსადგენად ფინანსური და ტექნიკური დახმარების შესახებ ევროკავშირის შეთავაზებას დათანხმდა
- მჯერა, კუბის აღების პატივი მექნება, ვფიქრობ, შემიძლია, მასთან გავაკეთო ის, რაც მინდა - დონალდ ტრამპი
- ლონდონი მოკავშირეებთან ერთად ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის მუშაობს, თუმცა ეს რთული ამოცანაა - კირ სტარმერი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- მერაბ The machine დვალიშვილი X „თეგეტა“ - პარტნიორობა ახალი გამარჯვებებისთვის
- 7.5% ფიქსირებული განაკვეთი ლარში - უპრეცედენტო სააქციო პირობები Mazda CX60-ზე „მაზდა ცენტრი თეგეტასგან“
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
- GRAS 2026 - „თეგეტა გრინ პლანეტისა“ და Wasteless-ის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















