გიორგი კვირიკაშვილმა მოსახლეობას სამცხე-ჯავახეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა
საქართველო, თბილისი - 10:10 | 08.08.2016 ნანახია: 1553
ახალციხისა და ადიგენის გაერთიანებულ ოლქში გიორგი კოპაძე, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში ენზელ მკოიანი, ხოლო ბორჯომსა და ასპინძაში გედევან ფოფხაძე - „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა მოსახლეობას სამცხე-ჯავახეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა.
პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას სამცხე-ჯავახეთში ისტორიულ-კულტურული ძეგლების, როგორც განსაკუთრებული საგანძურის მოვლა-პატრონობისა და შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მოსახლეობას განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
„ვარძია, რომელიც ჩვენი სიამაყეა, ჩვენგან სასწრაფო შველას ითხოვდა. სწორედ ამიტომ, ჩვენ დავიწყეთ „ქართუ“ ფონდის დახმარებით ვარძიის გადარჩენის პროგრამა, უკვე მნიშვნელოვანი სამუშაოა ჩატარებული. ასევე დავიწყეთ და დავასრულეთ საფარის მონასტერთან მიმავალი გზა. სამცხე-ჯავახეთში ჩვენ კიდევ ბევრი სხვა ძეგლის აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოები დავიწყეთ, და ეს გაგრძელდება.
გარდა ამ ძეგლებისა, საერთაშორისო მნიშვნელობის ისეთი უნიკალური კურორტები, როგორიცაა ბორჯომი, ბაკურიანი და აბასთუმანი ზრდის ჩვენი ქვეყნით დაინტერესებას და, შესაბამისად, სტუმრებისა და ტურისტების რაოდენობას“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, ხელისუფლებამ ტურიზმი სამცხე-ჯავახეთის სტრატეგიული განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებად განსაზღვრა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით დაიწყო ტურისტული პოტენციალის ამოქმედების პროგრამა, რომელიც 27-მილიონიან ინვესტიციას ითვალისწინებს.
გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა შესაძლებლობას იძლევა აღდგეს ქვეყნის ისტორიული ფუნქცია და კვლავ შეასრულოს ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებლის როლი.
„დღეს, 21-ე საუკუნეში, ახალი აბრეშუმის გზა ისევ გვაძლევს შესაძლებლობას, რომ განვავითაროთ ეკონომიკა, ვაჭრობა, დავამყაროთ ახალი კავშირები, კულტურული ურთიერთობები და უკეთ წარმოვაჩინოთ ჩვენი საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალი.
ამ მხრივ, სამცხე-ჯავახეთს ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს. მის პოტენციალს ისიც აძლიერებს, რომ სამცხე-ჯავახეთი სასაზღვრო რეგიონია. და სწორედ ეს მდებარეობა გვაძლევს მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტების განხორციელების საშუალებას“,-აღნიშნა პარტიის თავმჯდომარემ.
გიორგი კვირიკაშვილმა მოსახლეობას რეგიონში მიმდინარე უმსხვილეს პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია და ყურადღება ყარსი-ახალქალაქის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობაზე გაამახვილა, რითიც სამცხე-ჯავახეთი თავის ისტორიულ სატრანზიტო ფუნქციას იბრუნებს.
„გარდა ამისა, ახალქალაქში შენდება საერთაშორისო სადგური. ამ მასშტაბის პროექტები თავისთავად გულისხმობს ბევრ სასიკეთო ცვლილებას. ეს არის მოწესრიგებული, თანამედროვე ინფრასტრუქტურა, რასაც აუცილებლად მოჰყვება რეგიონის განვითარება, ადგილობრივ მკვიდრთა დასაქმება და, შესაბამისად, მოსახლეობის ცხოვრების დონის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება.
საქართველო - თურქეთის საზღვარზე ამოქმედებული კარწახის საბაჟო გამშვები პუნქტი და თანმდევი ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვანია არა მარტო იმით, რომ სამგზავრო და სატვირთო სატრანსპორტო საშუალებები იმოძრავებს საქართველო-სომხეთის მიმართულებით, არამედ იმითაც, რომ ეს არის თანამედროვე და კომფორტული ინფრასტრუქტურა, დამატებითი სამუშაო ადგილები და დამატებითი შემოსავლის წყარო ჩვენი ხალხისთვის“,-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ასევე ისაუბრა ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, ბიზნესის ხელშეწყობის მხრივ გადადგმულ ნაბიჯებზე.
„მარტო სამცხე-ჯავახეთში დღეისათვის გადაიარაღდა და გაფართოვდა 52 საწარმო, ამოქმედდა 7 ახალი საწარმო. ჩვენ ძირითადად დავაფინანსეთ რძის გადამამუშავებელი, მესაქონლეობის, სასათბურე და შესანახი მეურნეობები. დღეს უკვე ზოგიერთი ეს საწარმო იმდენად მაღალი ხარისხის პროდუქციას უშვებს, რომ მათი ნაწარმი არა მარტო ჩვენში, არამედ უცხოეთშიც გადის და ღირსეულ კონკურენციას უწევს იქაურ პროდუქციას.
სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი - წარმოების ხელშეწყობა, ბიზნესისთვის პირობების შექმნა, მეტი სამუშაო ადგილი და მეტი შემოსავალი ჩვენი ხალხისთვის.პირველ რიგში, ჩვენ გვინდა, რომ ადამიანები თავისი ცხოვრებით იყვნენ კმაყოფილი, თავისი ოჯახის წინსვლით იყვნენ ბედნიერები“,-განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას მთავრობის მიერ ჯანდაცვის და სოფლის მეურნეობის სფეროების განვითარების მიზნით ხელისუფლების უპრეცენდენტოდ მაღალ ყურადღებაზე გაამახვილა ყურადღება.
"ადამიანები გავათავისუფლეთ და დღეს ჩვენ ერთად ვდგავართ. დღეს აღარ არის ნაპრალი მთავრობასა და ხალხს შორის. ეს არის უდიდესი მონაპოვარი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ არის ყველაფერი, მიუხედავად იმისა, რომ შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რამხელა განსხავავებაა დღევანდელ საარჩევნო კამპანიასა და ოთხი წლის წინ მიმდინარე საარჩევნო კამპანიას შორის. როგორც ცა და დედამიწა ისე განსხვავდება ეს ორი პროცესი ერთმანეთისგან, მაგრამ ჩვენ არ ვართ მიღწეულით თვითკმაყოფილნი. ჩვენ ვიცით რამხელა გაჭირვებაა რეგიონებში, ვიცით რამხელა განსხვავებაა ცხოვრების დონეებს შორის, დედაქალაქსა და რეგიონებს შორის. მეგობრებო, ჩვენი მთავარი მიზანი დღეს არის მომავალი ოთხი წლის განმავლობაში სერიოზული, სწრაფი ნაბიჯების გადადგმა იმისათვის, რომ თითოეული თქვენთაგანის ოჯახმა იგრძნოს საქართველოში შექმნილი კეთილდღეობა.ჩვენ მდიდარი ქვეყანა ვართ, მდიდარი ვართ იმითაც, რომ მრავალეროვანი ქვეყანა ვართ, მდიდარი ვართ იმითაც, რომ საუკუნოვანი ტრადიცია და კულტურა შევქმენით სხვადასხვა კულტურის, სხვადასხვა ეროვნების ხალხებს შორის მშვიდობიანი თანაცხოვრების. ჩვენ ვართ დიდი ისტორიის ქვეყანა და ჩვენ ჩვენი მომავლით უნდა დავამტკიცოთ, უნდა გავამართლოდ ჩვენი წინაპრების დანატოვარი“,-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერ-მინისტრის გამოსვლამდე ახალციხეში შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, პარტიის ცენტრალური შტაბის უფროსმა კახა კალაძემ მიმართა. კახა კალაძის განცხადებით,“ქართულმა ოცნებამ“ 4-წლიანი მუშაობის გამოცდილებით, უკვე დაამტკიცა, რომ ქვეყნის მართვა და შენება შესაძლებელია რეპრესიების, ტერორის, ადამიანების დამცირებისა და შიშის გარეშე.
„ჩვენ ხალხის ჯანმრთელობაზე, ჩვენი შვილების სწავლა-განათლებაზე, გლეხის ფეხზე დადგომაზე, მეწარმეობის ხელშეწყობაზე, ქვეყნის სწორ განვითარებაზე ვიზრუნეთ! და ეს ყველაფერი თქვენთან ერთად, თქვენი კარნახით, თქვენი მუდმივი კონტროლის ქვეშ გავაკეთეთ, რადგან ჩვენ ვართ საკუთარი ხალხის წინაშე ანგარიშვალდებული მთავრობა, რომელსაც ბარიერები არასოდეს აღუმართავს, სისტემაში არასოდეს გამოკეტილა! ჩვენ კანონით მართული მთავრობა ვართ - ჰუმანური, პასუხისმგებლიანი გუნდი, რომლის მუშაობის შედეგებიც საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ საკუთარ თავზე უკვე იგრძნო“,-განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
ვიცე-პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ მთავრობა 2012 წელს ხალხთან ერთად აღებულ სწორ კურსს აუცილებლად გააგრძელებს --- მეტი მონდომებით, მეტი ენერგიით, ახალი შესაძლებლობებით!
„ჩვენ, განახლებული „ქართული ოცნება“, პროგრესული ხედვით, პოლიტიკოსთა პროფესიონალური გუნდით, ახალი ქმედითი ლიდერით , ახალი გამოწვევებისთვის მზად ვართ!
ჩვენ თქვენთან ერთად - ჩვენს სომეხ ძმებთან ერთად, ბერძენ, ოს ძმებთან ერთად, ჩვენს ერთგულ ხალხთან ერთად, აუცილებლად მივალთ საბოლოო გამარჯვებამდე, რადგან სწორედ თქვენ ხართ საქართველო და ჩვენ ერთად ვართ ქვეყანა!” - განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა.
პოლიტიკა
- შემოდის კონკრეტული მექანიზმი, რომლის თანახმადაც, უცხოელი საქართველოს მოქალაქეზე თუ დაქორწინდება და ბინადრობის ნებართვას მოითხოვს, კომისიასთან გასაუბრება მოუწევს - ალექსანდრე დარახველიძე
- მე წინააღმდეგი ვიყავი “ოპოზიციის ალიანსში” შესვლის, სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი და მას პირადად დაბრალდებოდა ერთობის ჩაშლა - თინა ბოკუჩავა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- იტალიასა და მის პრემიერს არც კი უფიქრიათ ირანისა და ბირთვული საფრთხის წინააღმდეგ ჩართულიყვნენ, ათწლეულების განმავლობაში ჩვენ მათ ვიცავდით, მაგრამ ახლა გამოცდა ვერ ჩააბარეს - დონალდ ტრამპი
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















