კახი კალაძე: არ იფიქროთ, რომ ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ თვითკმაყოფილები ვართ და მხოლოდ განხორციელებულზე ვსაუბრობთ
საქართველო, თბილისი - 18:57 | 30.07.2016 ნანახია: 1506“ჩვენ მართლა დიდი ქვეყნის შვილები ვართ”, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დუშეთში განაცხადა, სადაც ადგილობრივებს ”ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია ქუცნაშვილი წარუდგინა. ”დღეს ვიზეიმეთ უდიდესი დღესასწაული ვაჟაობა, დღესასწაული, რომელიც ქართველი კაცის სულიერების სიღრმეზე მიუთითებს და მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად უკიდეგანოა ქართველი კაცის კაცთმოყვარეობა. ჩვენ მართლა დიდი ქვეყნის შვილები ვართ, შესანიშნავ ზეიმზე ჩვენ ვაჟას პოეზია წაგვიკითხეს, ჩვენმა საყვარელმა ადამიანმა გუჯა ბურდულმა. ჩვენ იმ ადგილას ვიმყოფებით, რომელიც ყოველთვის საქართველოს უსაფრთხოების და ყოფნა-არყოფნის დროს, გადამწყვეტ სიტყვას ამბობდა საქართველოსთვის ბრძოლაში. მთიელები ყოველთვის, საუკუნეების მანძილზე იდგნენ საქართველოს დამცველთა რიგებში პირველ ადგილზე. დღეს ჩვენ უნდა შევეხიდოთ მთას და უნდა დაგიდგეთ გვერდით, რომ საქართველო გადავარჩინოთ. მთის გარეშე საქართველოს განვითარება შეუძლებელია, და საქართველოს, ქართველი კაცის ბუნების, მისი საუკეთესო თვისებების შენარჩუნება შეუძლებელია”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. არ შეიძლება ქართველებმა ვიცხოვროთ, ვისუნთქოთ და ვიკვებოთ პოლიტიკით. ეს არის ერთ-ერთი დამახასიათებელი ჩვენი გუნდის, ჩვენ გვინდა დავამშვიდოთ საზოგადოება. არ შეიძლება ქართველებმა ვიცხოვროთ მხოლოდ პოლიტიკით, არ შეიძლება ვისუნთქოთ და ვიკვებოთ პოლიტიკით, არ შეიძლება ყოველ დღე ვუყუროთ ტელევიზიით, თუ როგორ ილანძღებიან ადამიანები, როგორ აყენებენ ერთმანეთს შეურაცხყოფას, ეს ერთხელ და სამუდამოდ, უნდა დამთავრდეს, ეს ფურცელი უნდა გადავშალოთ და დავიწყოთ ერთმანეთის პატივისცემაზე და სიყვარულზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობა”, - განაცხადა პრემიერმა. ”ქართული ოცნება” არის ქვეყანაში ერთადერთი ძალა, რომელსაც შეუძლია ყველა იმ პრობლემის მოგვარება, რომელიც დღეს ადამიანებს აწუხებთ, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ დუშეთში განაცხადა, სადაც მან პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობას ყაზბეგში, დუშეთსა და თიანეთში მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია ქუცნაშვილი წარუდგინა. ”თქვენ არ იფიქროთ, რომ ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ თვითკმაყოფილები ვართ და მხოლოდ განხორციელებულზე ვსაუბრობთ. ჩვენ გვესმის ყველა ის პრობლემა, რომელიც აწუხებს რეგიონეში, რაიონებსა და სოფლებში მცხოვრებ ადამიანებს. ჩვენ გვჯერა და ვფიქრობთ, რომ სწორედ ”ქართული ოცნება” არის ქვეყანაში ერთადერთი ძალა, რომელსაც შეუძლია ყველა იმ პრობლემის მოგვარება, რომელიც დღეს ადამიანებს აწუხებთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ პრობლემებს აუცილებლად მოვაგვარებთ ერთად დგომით, ჩვენი ერთსულოვნებით”, - მიმართა კალაძემ მოსახლეობას. მისივე თქმით, საქართველოში ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად მისი პოლიტიკური შეხედულებისა, განსახვევებული აზრისა, არის თავისუფალი. ”ჩვენი მთავარი მონაპოვარი თავისუფლებაა. დღეს ჩვენ ნამდვილად გვეამაყება ის, რომ საქართველოში ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად მისი პოლიტიკური შეხედულებისა, განსახვევებული აზრისა, არის თავისუფალი. მე მეამაყება ის, რომ დღეს საქართველოში ჩვენი პოლიცია დეპოლიტიზირებულია. ისინი ემსახურებიან ხალხს და არა რომელიმე პარტიას, ან ხელისუფლებას. ისინი ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას თავიანთი სიცოცხლის ფასადაც. მე ნამდვილად მემაყება ის, რომ საქართველოში დღეს სიტყვის თავისუფლებაა და ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას აქვს შესაძლებლობა წარმოადგინოს თავისი ხედვა, გეგმა ქვეყნის განვითარების, გააცნოს საქართველოს მოქალაქეებს და მოქალაქეებმა მშვიდობიანი, ცივილიზებული გზით, არჩევნების გზით მიიღოს გადაწყვეტილება, თუ ვინ იყოს კვლავ ქვეყნის ხელისუფლებაში. მე მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი გუნდი არის ”ქართული ოცნება”. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გამარჯვება 8 ოქტომბერს არ იქნება მხოლოდ ჩვენი აქტივისტების, მხარდამჭერების გამარჯვება, არამედ ეს იქნება სრულიად საქართველოს გამარჯვება, რადგან პარტია ”ქართული ოცნების” გამარჯვება პირდაპირ კავშირშია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობასთან”, - განაცხადა კახა კალაძემ.
პოლიტიკა
- არასამთავრობოები გაერო-ს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს მიმართავენ, განიხილონ საგამოძიებო მისიის საქართველოში გამოგზავნის შესაძლებლობა
- გასაკვირი არაა ის ორმაგი სტანდარტები, რასაც ბოლო წლებში ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან ჩვენი ქვეყნის მიმართ ვხედავთ - კახა კალაძე ევროკომისიის ანგარიშზე
- დიღომში, მშენებლობაზე დენის დარტყმის შედეგად, 25 წლის კაცი დაიღუპა
- საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ვერ აკმაყოფილებს ევროკავშირის მოლოდინებს კანდიდატი ქვეყნის მიმართ - სალომე ზურაბიშვილი კაია კალასის წერილს აქვეყნებს
საზოგადოება
- „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ნიკა ლებანიძის ობიექტივში
- 2 000-მდე მეორადი საბურავი - „თეგეტამ“ გიორგიწმინდის დასახლება საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
- WorldSkills 2025 - „თეგეტა აკადემიას“ მხარდაჭერით საქართველოში პირველად საავტომობილო ტექნოლოგიების ეროვნული კონკურსი გაიმართა
- „კურორტ საირმეში“ ევროპის წამყვანი სამედიცინო სპა-ბრენდი შემოდის - Ensana ოპერირებას 2026 წლიდან დაიწყებს
სამართალი
- ბიჭიკო პაიკიძე დააკავეს
- გადაიხადე „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში და 1 ლარი მზრუნველობამოკლებული ბავშვების დასახმარებლად გადაირიცხება
- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ე.წ. გავრილოვის ღამის საქმეზე გამოტანილი განაჩენის ფარგლებში, სახელმწიფოს 26 ადამიანის მიმართ კომპენსაციის გადახდა დააკისრა
- BBC-ის მიერ დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო - სუს-ი
მსოფლიო
- პუტინი თუ უარს იტყვის სამშვიდობო შეთანხმებაზე, უკრაინას, რუსეთში რაკეტებისა და დრონების მწარმოებელ ქარხნებზე დარტყმებისთვის Tomahawk-ები უნდა გადაეცეს - ლინდსი გრემი
- უკრაინამ რუსეთში, ლიპეცკთან მდებარე სამხედრო აეროდრომს დაარტყა, დაზიანდა სუ-30 და სუ-27 ტიპის გამანადგურებლები [ვიდეო]
- მოსკოვში, ავტომობილის აფეთქების შედეგად, დაიღუპა რუსეთის გენშტაბის ოპერატიული მომზადების დეპარტამენტის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ფანილ სარვაროვი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობდა
- უკრაინაში ომის დასრულების მოლაპარაკების პროცესში პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ჯერ კიდევ გვაქვს სამუშაო, მოლაპარაკებები ორ რამეს მოითხოვს: ორივე მხარემ რაღაც უნდა მიიღოს და რაღაც უნდა დათმოს - მარკო რუბიო
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გადააგორე ზამთარი“ - შეცვალე აკუმულატორი და ანტიფრიზი „თეგეტა მოტორსში“
- „ვოლვო ქარ საქართველო“ მომხმარებელს ელექტრომობილებზე ფიქსირებულ ნარჩენ ღირებულებას სთავაზობს
- „გადააგორე ზამთარი“ - შეცვალე საბურავი „თეგეტა მოტორსში“ და ისარგებლე 25%-იანი ფასდაკლებით
- EBRD „თეგეტა ჰოლდინგს“ საავტომობილო სექტორის ტრანსფორმაციისთვის 25 მილიონი ევროს სესხს გამოუყოფს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















