ელგუჯა გოცირიძე ამჯერად თერჯოლის მოსახლეობას წარუდგინეს
საქართველო, თბილისი - 19:15 | 21.07.2016 ნანახია: 2791ჩვენ ყველამ ერთად ქვეყანა უნდა გავაფერადოთ; უნდა მორჩეს შავთეთრი ფერები,-აღნიშნული განცხადება პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თერჯოლაში გააკეთა, სადაც რაიონულ ცენტრში შეკრებილ მოსახლეობას ტყიბულისა და თერჯოლის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ელგუჯა გოცირიძე წარუდგინა.
„ბატონი ელგუჯა გახლავთ ძალიან გამოცდილი ადამიანი. მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებული ისტორია. იგი გახლავთ მეცნიერებათა დოქტორი,გახლავთ ჩაჩავას სამედიცინო კლინიკის ხელმძღვანელი. მან სერიოზულ წარმატებას მიაღწია თავის სფეროში და დარწმუნებული ვართ, ჩვენ ყველანი, რომ ასეთივე წარმატებული იქნება პოლიტიკაში. ჩვენთვის პოლიტიკა- ეს არის თქვენი ინტერესის გატარება საქართველოს პარლამენტში“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
მთავრობის მეთაურმა ადგილობრივ მოსახლეობას სიტყვით მიმართა და „ქართული ოცნების“ გუნდის მიერ ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებულ მნიშვნელოვან პროგრამებზე მიაწოდა ინფორმაცია. გიორგი კვირიკაშვილის თქმით,სოფლის მეურნეობას დღეს რომ ყურადღება ეთმობა, ასეთი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა.
„აღარ არის პრობლემა ის, რომ შვილი პოლიკლინიკაში წაიყვანო. აღარ არის პრობლემა, რომ მოხუცს უმკურნალო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარია. მინდა, ყველა ჩვენთაგანმა გულში ჩავიხედოთ და შევხედოთ გაგებით იმას, რომ ხელისუფლებას არ შეუძლია ერთ დღეში შეცვალოს მთლიანად რეალობა. ჩვენ მივდივართ ნაბიჯ-ნაბიჯ იქითკენ, რომ ყველა ჩვენმა თანამოქალაქემ იგრძნოს განსხვავება და იგრძნოს კეთილდღეობა საკუთარ თავზე. ამისათვის ჩვენ დღემდე გარკვეული გზა გამოვიარეთ. ოთხი წლის წინ ბიძინა ივანიშვილმა გადადგა სახელმწიფოებრივი ნაბიჯი და ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად მნიშვნელოვანი გარდატეხა მოახდინა ჩვენს ცხოვრებაში. დღემდე ჩვენ გავაკეთეთ მნიშვნელოვანი ცვლილებები ჯანდაცვის კუთხით, სოფლის მეურნეობის კუთხით. დამეთანხმებით, სოფლის მეურნეობას დღეს რომ ყურადღება ეთმობა, ასეთი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა. უამრავი პროგრამა არსებობს. მცირემიწიანი ფერმერებისთვის, უფრო მსხვილი ფერმერებისთვის. ხეხილის დარგვის, „დანერგე მომავალი“, სხვადასხა შეღავათიანი კრედიტები. „აწარმოე საქართველოში“, რომელიც დამწყებ კომპანიებს აძლევს ძალიან სერიოზულ საშუალებას და რესურს იმისათვის, რომ საქმიანმა ადამიანმა ახალი საქმე წამოიწყოს, მაგრამ ჩვენ არ ვართ, რა თქმა უნდა, თვითკმაყოფილებაში და ჩვენ აშკარად ვხედავთ, რამდენი რამ არის გასაკეთებლი. დღეს ჩვენ გვჭირდება სწრაფი განვითარებისათვის ნაბიჯები. ამისთვის, ჩვენს მთავრობას გააჩნია მკაფიო ხედვა და გეგმა, ნაბიჯ-ნაბიჯ, ყოველდღიურად რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ ოთხი წლის თავზე შეუქცევადი განვითარების სიჩქარე აკრიფოს იმისათვის, რათა დავქოქოთ ჩვენი ქვეყანა, მართლა ავაგუგუნოთ და იყოს ჩვენს ქვეყანაში ის დინამიკა, რომელსაც ყველა ჩვენთაგანი, ყველა ოჯახი იგრძნობს საკუთარ თავზე უკვე გაზრდილი კეთილდღეობის სახით. ამისთვის, კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ გაგვაჩნია ადამიანური რესურსი, ხედვა, გამოცდილება, განათლება, ყველაფერი იმისათვის, რომ ეს ცვლილება მოვიტანოთ ქვეყანაში“,-განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
გიორგი კვირიკაშვილმა განათლების სისტემის რეფორმირების აუცილებლობასა და პროფესიული განათლების დაფინანსების საჭიროებას გაუსვა ხაზი.
მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა ეკონომიკურ რეფორმებსა და ინფრასქტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე.
„ჩვენ ყველამ ერთად ქვეყანა უნდა გავაფერადოთ. უნდა მორჩეს შავთეთრი ფერები. უნდა მომავლის იმედი მივცეთ ჩვენს ბავშვებს. აი, ამ ბავშვებს, რომლებიც აქ დგანან. ამისთვის ჩვენ გვაქვს სრული თავდაჯერება. ჩვენ ვგრძნობთ საკუთარ თავში ძალას, რესურს, რომ ჩვენ გავხდეთ მიზიდულობის ცენტრი, რომელიც ყველა ადამიანს, ვისაც ქვეყანაში განვითარება სურს, უკეთესი ხვალინდელი დღე სურს, გააერთიანებს ჩვენთან ერთად და არ გაყობს საზოგადოებას. არ დაჭამს ერთმანეთს, როგორც დღეს ეს ხდება ყოველდღიურად. ჩვენ ქართველი ერი, პატარა ერი ვართ. ჩვენ არ გვაქვს იმის რესურსი, რომ გავიყოთ ორ,სამ,ოთხ, ათ ჯგუფად. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ ჩვენი სამშობლოსთვის და ჩვენი უკეთესი ხვალინდელი დღისათვის . ეს არის ჩვენი პარტიის, „ქართული ოცნობის“ მთავარი მიზანი. სწორედ ამისთვის ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური ადამიანები ჩვენს პარლამენტში, სწორედ ამისთვის დღეს ჩვენ გვინდა წარმოგიდგინოთ მაჟორიტარის კანდიდატი თერჯოლისა და ტყიბულის- ეს არის ბატონი ელგუჯა გოცირიძე“,-განაცხადა პრემიერმა.
--
პოლიტიკა
- შემოდის კონკრეტული მექანიზმი, რომლის თანახმადაც, უცხოელი საქართველოს მოქალაქეზე თუ დაქორწინდება და ბინადრობის ნებართვას მოითხოვს, კომისიასთან გასაუბრება მოუწევს - ალექსანდრე დარახველიძე
- მე წინააღმდეგი ვიყავი “ოპოზიციის ალიანსში” შესვლის, სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი და მას პირადად დაბრალდებოდა ერთობის ჩაშლა - თინა ბოკუჩავა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- იტალიასა და მის პრემიერს არც კი უფიქრიათ ირანისა და ბირთვული საფრთხის წინააღმდეგ ჩართულიყვნენ, ათწლეულების განმავლობაში ჩვენ მათ ვიცავდით, მაგრამ ახლა გამოცდა ვერ ჩააბარეს - დონალდ ტრამპი
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















