მთავრობა არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გაიზარდოს საქართველოს მწარმოებლურობა
საქართველო, თბილისი - 12:08 | 20.07.2016 ნანახია: 1354
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, ექსპორტი უკვე მეორე წელია იკლებს. ასევე გრძელდება იმპორტის შემცირებაც.
„ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ მთავრობა არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გაიზარდოს საქართველოს მწარმოებლურობა და ხელი შეეწყოს ვაჭრობის ზრდას. მოცემული მდგომარეობა ორმაგად სამწუხაროა მაშინ, როდესაც ძალაში შევიდა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, რასაც უნდა გამოეწვია საგარეო ვაჭრობის მკვეთრი ზრდა“, აცხადებს მაჭავარიანი.
მისივე განმარტებით, დღეს იანვარ-ივნისის ექსპორტი 88 მილიონი დოლარით უფრო ნაკლებია ვიდრე ის იყო 2011 წელს. ეს ნიშნავს, რომ ქართულმა ოცნებამ არათუ დაამუხრუჭა, არამედ მინიმუმ 5 წლით უკან დახია ქვეყანა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიხედვით, ივნისში ექსპორტი გაზრდილია 150 პროცენტით 2015 წლის ივნისთან შედარებით. თუმცა, თუ ვნახავთ ჩაშლილ სურათს, აღმოვაჩენთ, რომ კანადა პირველ ადგილზეა იმ ქვეყნებს შორის, საიდანაც საქართველო იმპორტს ახორციელებს. აქ შედის „ც“ ჰეპატიტის მედიკამენტები, რომლებსაც საქართველო საჩუქრად საერთაშორისო პროგრამიდან. მოცემულ რიცხვს თუ გამოვაკლებთ, ვნახავთ, რომ იმპორტის მოცულობა გასულ წელთან შედარებით ნაკლებია.
1 ივნისიდან 20 ივლისამდე ლარის კურსი გაუფასურდა 0,21პუნქტით.
მოცემული მძიმე მდგომარეობიდან გამოსავალი დევს მხოლოდ იმ პროგრამაში, რომელსაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სთავაზობს საქართველოს მოქალაქეებს. კერძოდ:
- გადასახადების შემცირება;
- განაწილებული მოგების გადასახადის 10%-მდე შემცირება;
- საშემოსავლო გადასახადის 20%-დან 15%-მდე შემცირება, ხოლო მომდევნო 3 წლის მანძილზე ეტაპობრივად მისი 10%-მდე დაყვანა;
- 25% - ით აქციზის გადასახადის შემცირება ნავთობპროდუქტებზე;
- ალკოჰოლზე აქციზის გადასახადის შემცირება საშუალო ევროპულ მაჩვენებლამდე;
- არ დაიბეგრება მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი, რომლის წლიური ბრუნვა იქნება 90 000 ლარი
- საგადასახადო შეღავათები შეეხება მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებს, რომელთა წლიური ბრუნვა იქნება 200 000 ლარი
- ბიუროკრატიისა და მასზე გაწეული ხარჯის შემცირება
- ხელისუფლებაში მოსვლიდან პირველივე წელს, კერძო სექტორს დარჩება დაახლოებით 1 მილიარდი ლარით მეტი, რაც სამთავრობო ნაერთი ბიუჯეტის 9%-ით დაზოგვას ნიშნავს;
- ზედმეტ რეგულაციებზე უარის თქმა
- გაუქმდება ყველა ის რეგულაცია, რომელიც წინააღმდეგობაში არ მოდის საერთაშორისო ნაკისრ ხელშეკრულებებთან
- ბიზნესისა და ინვესტიციების დაცულობა
- გაუქმდება ფინანსური პოლიცია;
- შეიზღუდება წინასწარი პატიმრობის გამოყენება ეკონომიკური სახის დანაშაულზე;
- მოვახდენთ 500 000 ლარამდე (ნაცვლად დღეს არსებული 50 000 ლარისა) გადასახადებისგან თავის არიდების დეკრიმინალიზაციას;
- ყადაღის დადება მოხდება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით და მოხდება დავალიანების პროპორციულად
- 2017 წლის 1 იანვრიდან მოხდება სრული საგადასახადო ამნისტია;
„სწორედ ეს ნაბიჯები გახდის შესაძლებელს რომ ქვეყანა გამოიყვანოს მძიმე ეკონომიკური კრიზისიდან და საქართველოს ეკონომიკას დაუბრუნდეს მაღალი ზრდის ტემპი, გაიზარდოს ვაჭრობა, დასაქმება და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა“, აცხადებს მიხეილ მაჭავარიანი.
პოლიტიკა
- დიპლომატთა მისიაა, კედლების ნაცვლად ხიდები აშენონ, აღმოჩნდა, რომ ზოგიერთს ორივე შეძლებია, უბრალოდ, კედელს ქართველ ხალხს უშენებენ, ხიდს - ტერორისტებსა - შალვა პაპუაშვილი
- რუსეთმა საქართველოს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ნავთობის პირველი პარტია გაგზავნა - Reuters
- კობახიძის განცხადება განათლების ახალ რეფორმაზე, 2024 წლის 28 ნოემბრის ანტიევროპულ განცხადებას უტოლდება, ამ ჯერზე ევროპულ განათლების სისტემისგან გვთიშავს - სალომე ზურაბიშვილი
- თუ 11 წელი არის სასწავლო პროგრამის გასავლელად საკმარისი, უნდა შემოვიფარგლოთ 11 წლით, ჩვენი მთავარი ამოცანაა, ქართველმა სტუდენტმა საქართველოში მიიღოს მაღალი დონის განათლება - ირაკლი კობახიძე
საზოგადოება
- მზია ამაღლობელს სახაროვის პრემია გადაეცა
- საქართველოს ხელისუფლებას, როგორც ჩანს, მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, დემონსტრანტები დაშინებისა და დასჯის გზით გააჩუმოს - Amnesty International
- Babolat X Lamborghini – „კუს ტბა პადელის“ ახალ კორტებზე სამოყვარულო ტურნირი გაიმართა
- ლანა ღოღობერიძეს 97 წელი შეუსრულდა
სამართალი
- ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარუდგინეს, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიებად მილიონი ლარის გირაოს ითხოვს
- ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
- სასამართლომ მწერალ ბექა ქურხულს 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა
- სასამართლომ კონსტანტინე მიქაიას 14 - დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- MAN-ის საერთაშორისო კონფერენცია თბილისში „თეგეტას“ ორგანიზებით გაიმართა
- „ვოლვო ქარ საქართველომ“ Terminal Towers-ში ინოვაციური ბრენდული სივრცე შექმნა
- თბილისის ავტოპარკის განვითარების პროექტი - „თეგეტამ“ დედაქალაქს MAN-ის 200 ერთეული ავტობუსი მიაწოდა
- ROI და კრეატივი - „თეგეტას“ მარკეტინგის მთავარი ოფიცერი Reinvent 2025-ზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















