საქართველომ მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების ანგარიში წარადგინა
საქართველო, თბილისი - 11:54 | 20.07.2016 ნანახია: 1457
19 ივლისს, ქ-ნიუ-იორკში, მდგრადი განვითარების შესახებ გაეროს მაღალი დონის პოლიტიკური ფორუმის (HLPF) მინისტრთა შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა საქართველოში მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების შესახებ ეროვნული ანგარიში წარადგინა. დილის სესიის ფარგლებში, საქართველოსთან ერთად, პრეზენტაციები გააკეთეს ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა, ერნა სოლბერგმა, მადაგასკარის ეკონომიკისა და დაგეგმარების მინისტრმა, ერილანტო რაველოერისონმა და გაეროში თურქეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ჰალიკ ჩევიკმა.
პრეზენტაციის ფარგლებში აღინიშნა, რომ ამ დროისათვის, საქართველომ მდგრადი განვითარების გლობალური მიზნებიდან (Sustainable Development Goals), ეროვნულ დონეზე პრიორიტეტული მიმართულებები განსაზღვრა და მათი ეროვნულ გეგმებში ინტეგრაცია მოახდინა. თავის გამოსვლაში მინისტის პირველმა მოადგილემ ისაუბრა, აგრეთვე, მდგრადი განვითარების მიზნების „ნაციონალიზაციის" პროცესში არსებული გამოწვევებისა და მათ განხორციელებასთან დაკავშირებული სამომავლო გეგმების შესახებ. დასასრულს, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა უპასუხა წევრი ქვეყნებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა შეკითხვებს.
აღსანიშნავია, რომ საქართველო ერთ-ერთია გაეროს იმ 22 ქვეყნიდან, რომლებმაც მსოფლიო ლიდერების მიერ 2015 წლის სექტემბრის გაეროს სამიტზე მიღებული მდგრადი განვითარების დღის წესრიგის (Agenda 2030 for Sustainable Development) ეროვნული დონეზე რეალიზაციის მიმართულებით, პირველი ნებაყოფლობითი ანგარიში წარადგინა. საქართველოსთან ერთად, HLPF-ის ფარგლებში ეროვნული პრეზენტაციები გააკეთეს, ასევე, გერმანიამ, ეგვიპტემ, ესტონეთმა, ვენესუელამ, თურქეთმა, კოლუმბიამ, კორეის რესპუბლიკამ, მადაგასკარმა, მექსიკამ, მონტენეგრომ, მაროკომ, ნორვეგიამ, უგანდამ, ფილიპინებმა, ფინეთმა, საფრანგეთმა, სამოამ, სიერა-ლეონემ, შვეიცარიამ, ტოგომ და ჩინეთმა.
პოლიტიკა
- დიპლომატთა მისიაა, კედლების ნაცვლად ხიდები აშენონ, აღმოჩნდა, რომ ზოგიერთს ორივე შეძლებია, უბრალოდ, კედელს ქართველ ხალხს უშენებენ, ხიდს - ტერორისტებსა - შალვა პაპუაშვილი
- რუსეთმა საქართველოს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ნავთობის პირველი პარტია გაგზავნა - Reuters
- კობახიძის განცხადება განათლების ახალ რეფორმაზე, 2024 წლის 28 ნოემბრის ანტიევროპულ განცხადებას უტოლდება, ამ ჯერზე ევროპულ განათლების სისტემისგან გვთიშავს - სალომე ზურაბიშვილი
- თუ 11 წელი არის სასწავლო პროგრამის გასავლელად საკმარისი, უნდა შემოვიფარგლოთ 11 წლით, ჩვენი მთავარი ამოცანაა, ქართველმა სტუდენტმა საქართველოში მიიღოს მაღალი დონის განათლება - ირაკლი კობახიძე
საზოგადოება
- მზია ამაღლობელს სახაროვის პრემია გადაეცა
- საქართველოს ხელისუფლებას, როგორც ჩანს, მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, დემონსტრანტები დაშინებისა და დასჯის გზით გააჩუმოს - Amnesty International
- Babolat X Lamborghini – „კუს ტბა პადელის“ ახალ კორტებზე სამოყვარულო ტურნირი გაიმართა
- ლანა ღოღობერიძეს 97 წელი შეუსრულდა
სამართალი
- ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარუდგინეს, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიებად მილიონი ლარის გირაოს ითხოვს
- ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
- სასამართლომ მწერალ ბექა ქურხულს 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა
- სასამართლომ კონსტანტინე მიქაიას 14 - დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- MAN-ის საერთაშორისო კონფერენცია თბილისში „თეგეტას“ ორგანიზებით გაიმართა
- „ვოლვო ქარ საქართველომ“ Terminal Towers-ში ინოვაციური ბრენდული სივრცე შექმნა
- თბილისის ავტოპარკის განვითარების პროექტი - „თეგეტამ“ დედაქალაქს MAN-ის 200 ერთეული ავტობუსი მიაწოდა
- ROI და კრეატივი - „თეგეტას“ მარკეტინგის მთავარი ოფიცერი Reinvent 2025-ზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















