გიორგი მარგველაშვილი ლიუბლიანაში სლოვენიის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველო, თბილისი - 15:38 | 18.07.2016 ნანახია: 1453
სლოვენიის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სლოვენიის რესპუბლიკის პრეზიდენტს ბორუტ პაჰორს პირისპირ შეხვდა, რის შემდეგაც ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა შეხვედრა, დელეგაციებთან ერთად, გაფართოებულ ფორმატში გამართეს.
შეხვედრისას მხარეებმა, სლოვენიის რეპუბლიკასთან თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების საკითხები განიხილეს, ურთიერთობების გაღრმავებას კი, მხარეების აზრით, ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ორმხრივი შეთანხმებების გაფორმება, რომელიც დღეს იგეგმება.
საქართველოს პრეზიდენტმა სლოვენიის პრეზიდენტს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე, დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე და არსებულ წინასაარჩენო გარემოზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა სლოვენიის პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობის, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მუდმივი მხარდაჭერისთვის.
გიორგი მარგველაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ 2016 წლის ოქტომბერში, საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე სლოვენიელი დამკვირვებლები ფართოდ იქნებიან წარმოდგენილნი.
პრეზიდენტებმა ისაუბრეს საქართველო-სლოვენიის მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარებისა და გაღრმავების შესახებაც.
მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა.
ისაუბრეს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესახებ და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ხელშეკრულების შესაძლებლობების ფონზე, ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხზე.
საქართველოს პრეზიდენტმა სლოვენიის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია.
შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტებმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, პრეზიდენტის მრჩევლები თენგიზ ფხალაძე, მაია მელიქიძე, ანა დოლიძე, კახა კოჟორიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, საქართველოს ელჩი სლოვენიის რესპუბლიკაში ზურაბ ბექაია, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი პერტაია და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი ნინო ჩიქოვანი.
საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი სლოვენიის რესპუბლიკაში 19 ივლისს დასრულდება.
--
პოლიტიკა
- დიპლომატთა მისიაა, კედლების ნაცვლად ხიდები აშენონ, აღმოჩნდა, რომ ზოგიერთს ორივე შეძლებია, უბრალოდ, კედელს ქართველ ხალხს უშენებენ, ხიდს - ტერორისტებსა - შალვა პაპუაშვილი
- რუსეთმა საქართველოს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ნავთობის პირველი პარტია გაგზავნა - Reuters
- კობახიძის განცხადება განათლების ახალ რეფორმაზე, 2024 წლის 28 ნოემბრის ანტიევროპულ განცხადებას უტოლდება, ამ ჯერზე ევროპულ განათლების სისტემისგან გვთიშავს - სალომე ზურაბიშვილი
- თუ 11 წელი არის სასწავლო პროგრამის გასავლელად საკმარისი, უნდა შემოვიფარგლოთ 11 წლით, ჩვენი მთავარი ამოცანაა, ქართველმა სტუდენტმა საქართველოში მიიღოს მაღალი დონის განათლება - ირაკლი კობახიძე
საზოგადოება
- მზია ამაღლობელს სახაროვის პრემია გადაეცა
- საქართველოს ხელისუფლებას, როგორც ჩანს, მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, დემონსტრანტები დაშინებისა და დასჯის გზით გააჩუმოს - Amnesty International
- Babolat X Lamborghini – „კუს ტბა პადელის“ ახალ კორტებზე სამოყვარულო ტურნირი გაიმართა
- ლანა ღოღობერიძეს 97 წელი შეუსრულდა
სამართალი
- ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარუდგინეს, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიებად მილიონი ლარის გირაოს ითხოვს
- ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
- სასამართლომ მწერალ ბექა ქურხულს 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა
- სასამართლომ კონსტანტინე მიქაიას 14 - დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- MAN-ის საერთაშორისო კონფერენცია თბილისში „თეგეტას“ ორგანიზებით გაიმართა
- „ვოლვო ქარ საქართველომ“ Terminal Towers-ში ინოვაციური ბრენდული სივრცე შექმნა
- თბილისის ავტოპარკის განვითარების პროექტი - „თეგეტამ“ დედაქალაქს MAN-ის 200 ერთეული ავტობუსი მიაწოდა
- ROI და კრეატივი - „თეგეტას“ მარკეტინგის მთავარი ოფიცერი Reinvent 2025-ზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















