ცოტნე გამსახურდიას თქმით, ტელეკომპანია იბერიაში მისი მოწამვლით მოკვლა სცადეს
საქართველო, თბილისი - 09:00 | 11.07.2016 ნანახია: 2004
ცოტნე გამსახურდია “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე სკანდალურ განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, ტელეკომოპანია “იბერიაში” მისი მოწამვლით მოკვლა სცადეს.
გამსახურდიას თქმით, შემთხევევა ხუთშაბათს, 7 ივლისს მოხდა, როცა ტელევიზიის ეთერში სვანეთის ჰესებთან დაკავშირებით ისაუბრა.
- " ძალიან ბევრი ვიფიქრე, მეთქვა თუ არა საჯაროდ ის, რასაც ახლა გეტყვით...
რამოდენიმე დღის უკან ხუთშაბათს, 7 ივლისს, ტელევიზია "იბერიის" ეთერში გახლდით დაპატიჟებული სვანეთის ჰესებთან დაკავშირებით. როდესაც გადაცემა დამთავრდა, ტელევიზიის მესვეურებმა, რომელთა კეთილგანწყობაში ეჭვი არ მეპარება, საკუთარი ტრანსპორტით სარგებლობა შემომთავაზეს.
სახლში დაბრუნების ნაცვლად მეგობართან წავედი საბურთალოზე და მძღოლს მისამართამდე დაახლოებით ნახევარი კილომეტრით არმისული, ყაზბეგის გამზირზე დავემშვიდობე.
მანქანიდან ჩამოსვლისას რაღაცამ შემაქანა. ყურდღება არ მივაქციე და ფეხით გავაგრძელე გზა. ერთ ჩემ მეგობარ ბიზნესმენს დავურეკე და ტელეფონზე საუბრით გავემართე დანიშნულების ადგილისკენ. ბინაში მივედი, ტახტზე ჩამოვჯექი და საუბარი დავიწყეთ. რამდენიმე წუთში წამოვდექი, რათა ტელეფონი გვერდით მაგიდაზე დამედო და ფეხზე ადგომისას...
უეცრად დაბნელდა. ვაჰ, დაბნელდამეთქი, ვთქვი. წლების წინ ბევრჯერ მქონია გონების დაკარგვის ეპიზოდები და ამჯერადაც სიმშვიდე შევინარჩუნე. დაბნელდა სრულად. ფეხზე ვიდექი, მაგრამ ვერაფერს ვხედავდი. მეგობარი დამეხმარა ტახტამდე მისვლაში და დავჯექი. ისევ ვცადე წამოდგომა, ისევ დაბნელდა. მერე კიდევ... წამოდგომისთანავე მხედველობა მერთმეოდა...
ჩემმა მეგობარმა, რომელიც პროფესიით კარდიოლოგია, დაბალი წნევაო, დაიძახა და წნევის აპარატის და წამლების მოსატანად გაიქცა. წნევა გამიზომა და თვალებს არ უჯერებდა, გამიზომა განმეორებით რამოდენიმეჯერ. აღმოჩნდა, რომ წნევა მქონდა 60/20 ზე, ხოლო პულსი - დაახლოებით 35-40. მოკლედ, გული ჩერდებოდა...
ტანსაცმლიანად ლოგინზე წამოვწექი, რადგან ფეხზე დგომა უკვე შეუძლებელი იყო. მასპინძელმა წნევის ასაწევი წამლები მოიტანა, წყალი, ყავა. ჩემდა ბედად სტუმრად კარდიოლოგთან აღმოვჩნდი, თუ ამქვეყნად დარჩენის შესაძლებლობას გამართლება შეიძლება ეწოდოს ;) ბევრი თავი რომ არ შეგაწყინოთ, მიუხედავად პროფესიონალურად მიღებული ზომებისა, დაახლოებით ექვსი საათი ამ მდგომარეობაში ვიყავი. მხოლოდ სადღაც ღამი სამი საათისკენ მოხერხდა წნევის 80/40 მდე მომატება, რის შემდეგაც ტაქსი გამოვიძახე და წავედი სახლში. ფაქტი ის გახლდათ, რომ მარტო მყოფი დიდი ალბათობით ვერ გადავრჩებოდი...
რამდენადაც შევძელი იმ დღის მოვლენების აღდგენა, გამახსენდა, რომ როდესაც გადაცემაში მივედი სტუმრად, სტუდიაში ჩემთვის განკუთვნილ ადგილას წყლის ჭიქა დამხვდა, საიდანაც მოწყურებულმა მოვსვი. ზუსტად მახსოვს, რომ წყალს უცნაური გემო დაჰკრავდა, მაგრამ წყურვილმა სძლია უსიამოვნო შეგრძნებას და გადაცემის მსვლელობისას ნელნელა ჭიქა დავცალე. აქვე გეტყვით, რომ არასდროს მქონია დაბალი წნევა და რას-რას, და გულს არასდროს შევუწუხებივარ ცხოვრებაში. დღესაც უპრობლემოდ შემიძლია აღმართზე კილომეტრის სირბილი ან მეცხრე სართულზე ქოშინის გარეშე არბენა.
მეორე დღეს, პარასკევს, წავედი გულის გამოსაკვლევად და ანალიზების ჩასაბარებლად, სისხლიც ჩავაბარე. დღის ბოლოს გავიგე, რომ სამხარაულის ბიუროში შესაძლოა სისხლში უცხო ნივთიერებების აღმოჩენაც და რადგან შაბათ-კვირას ისინი არ მუშაობენ, ხვალ, ორშაბათს ვაპირებ შენახული ბიომასალის წაღებასაც, ისევე როგორც სხვა აუცილებელი ღონისძიებების გატარებას. მოყოლილს ზემოხსენებული მეგობარიც დაადასტურებს.
ყოველგვარი თანამშრომლობისათვის მზადაა ტვ "იბერიაც", ვფიქრობ, ხელისუფლების შესაბამისი სტრუქტურებიც საჭირო დახმარებას აღმოგვიჩენენ.
ვფიქრობ. ცხოვრების მანძილზე არართხელ ვყოფილვარ დაპირისპირებული სისტემასთან თუ ამა თუ იმ პირებთან, ვისაც მსგავსის ორგანიზება ადრე შეეძლო, მაგრამ დღეს მე არ მეგულება წარსული პირადი მტერი, სახელმწიფო სისტემა ან ძალა ვინც ამას გააკეთებდა. ალბათ უნდა ვიფიქრო მათზე, ვისაც ჩემი მოკრძალებული სამოქალაქო აქტივობა - დაახლოებით რამოდენიმე ათეულ ათას ადამიანთან ვირტუალური და მედიაკომუნიკაცია თუ მოქალაქეობრივი პოზიცია უშლის ხელს. უწოდეთ ამას მაფია, ლობი, თუ რაც გნებავთ... იმედია, ამას ნათელი მოეფინება.
და ბოლოს: არ გამოვთქვამ წინასწარ ვარაუდებს, რათა პირიქით, ვინმეს არ ავაცილო პასუხისმგებლობა. გადავწყვიტე ამ ფაქტის გასაჯაროება და თქვენამდე მოტანა, რათა იცოდეთ:
1)თავის მოკვლას არ ვაპირებ.
2)ყველანაირი ნარკოტიკებისგან, მძიმე თუ მსუბუქი, თითქმის ათი წელიწადია შორსა ვარ.
პ.ს. ასევე მინდა იცოდნენ ისიც, რომ არცერთი წამით არ ვაპირებ პოზიციის შეცვლას არცერთ საკითხზე, რაც ამ ჩასაფრებულ ვირთხებს შეიძლება უშლიდეთ ხელს!"- წერს გამსახურდია.
პოლიტიკა
- შემოდის კონკრეტული მექანიზმი, რომლის თანახმადაც, უცხოელი საქართველოს მოქალაქეზე თუ დაქორწინდება და ბინადრობის ნებართვას მოითხოვს, კომისიასთან გასაუბრება მოუწევს - ალექსანდრე დარახველიძე
- მე წინააღმდეგი ვიყავი “ოპოზიციის ალიანსში” შესვლის, სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი და მას პირადად დაბრალდებოდა ერთობის ჩაშლა - თინა ბოკუჩავა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- იტალიასა და მის პრემიერს არც კი უფიქრიათ ირანისა და ბირთვული საფრთხის წინააღმდეგ ჩართულიყვნენ, ათწლეულების განმავლობაში ჩვენ მათ ვიცავდით, მაგრამ ახლა გამოცდა ვერ ჩააბარეს - დონალდ ტრამპი
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















